ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, 20 ივნისს მძიმედ დაშავებული  მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

20 ივნისს, აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დღეს უკვე გაემგზავრა ერთი პირი, მეორე კი ქვეყანას გამთენიისას დატოვებს.

ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა კლინიკაში 5 პაციენტი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა