ხონში მცხოვრები დავით ლიპარიძე აცხადებს, რომ ყოფილმა მეუღლემ 10 წლის ბავშვი ძალით წაიყვანა, რაზეც სამართალდამცველებს მიმართა

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიპარიძეები 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებენ. მამის, დავით ლიპარიძის ინფორმაციით, ბავშვის დედამ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონდარღვევით მოახდინა და 29 ივნისს, ღამე, ბავშვი პოლიციის თანხლებით, ძალით წაიყვანა. მამის მტკიცებით, ბავშვი დედამ და ადვოკატმა ძალით გაათრიეს, რა დროს მისმა ფეხმძიმე მეუღლემ და ბებიამ დაზიანებები მიიღეს. ოჯახი გამოძიების დაწყებას რამდენიმე მუხლით ითხოვს.

ბავშვის ძალით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. ბებიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. ცაგარეიშვილების თქმით, 7 წლის განმავლობაში ბავშვზე დედის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვის ამ ფორმით დაუყოვნებლივ გაყვანა, აუცილებლობით იყო გამოწვეული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვის მამის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმა "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდებას, პოლიციელების გულგრილობის შესახებ, აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ შესაბამის პირთა უსაფრთხოება უზრუნველყო.

ლიპარიძეების ოჯახში კონფლიქტი 2013 წელს დაიწყო, რის შემდეგაც სასამართლომ ამავე წელს ბავშვზე მეურვეობა დედას მიანიაჭა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბავშვის წინააღმდეგობის გამო, აღსრულება ვერ ხდებოდა. 2019 წლის 29 ივნისს დედამ ბავშვი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წაიყვანა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი