„თიბისი ბანკის“ ჯგუფი გადახდების ონლაინ პლათფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფობელი გახდა

„თიბისი ბანკის“ ჯგუფმა (TBC BANK GROUP PLC) ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE - ში თავისი წილი 26 % - დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჯგუფმა TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.

„მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისი ჯგუფის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის, კერძოდ აზერბაჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე შესვლის სტრატეგიას.

ონლაინ პლატფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით, უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით, TKT.GE - მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა - თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.

მუდმივად განვითარებადი პლატფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE - მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE - ს მენეჯმენტი მზად არის, მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს. უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და „თიბისი ჯგუფთან“ ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია