პროკურორი - დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული

ბრალდების მხარეს დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განუცხადა.

ის მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას უსამართლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო. ამასთან ერთად, მის მიმართ სასამართლომ დამატებითი ღონისძიებები გამოიყენა იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილიყო აღკვეთის ღინისძიების მიზნების მიღწევა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ვითხოვდით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ყველა ის არგუმენტი, რაც მითითებული იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობაში. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, მის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარეს დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, რადგან მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც ზოგადად, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შინაარსობრივი განხილვა, იმ არგუმენტების მოსმენა, რაზეც ჩვენს საჩივარს ვაფუძნებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ თბილსისის საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივად მის გადაწყვეტილებაში სრულად ასახა ყველა არგუმენტი, რაც ბრალდების შუამდგომლობაში იყო მოყვანილი, საბოლოო ჯამში, შედარებით მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება გამოიყენა. მიუხედავად იმისა, თუ რა დამატებითი ღონისძიებები იქნება გირაოსთან ერთად გამოყენებული, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობის გამოყენება იქნება ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ უზრნვეყოფილი იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა", - განაცხადა გულუაშვილმა.

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი