ნიგერიაში ბენზინმზიდი აფეთქდა, რის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ბენზინმზიდი აფეთქდა, რის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი შტატ ბენუეში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა. ბენზინმზიდი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი დაღვრილი საწვავის შეგროვება დაიწყეს. ბენზიმზიდი აფეთქდა და 50 ადამიანი დაიწვა, 70-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. აფეთქებამ დააზიანა ახლომდებარე სახლებიც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს