10 წლის ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით ხონის რაიონულ პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს

ხონის რაიონულ პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს. ხონში მცხოვრები ლიპარიძეები მათი ოჯახის წევრის, 10 წლის ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას და მოზარდის დედის, მისი ადვოკატის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოითხოვენ.

ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭელიძის ინფორმაციით, მათ რამდენიმე საათის წინ პოლიციას განცხადებით მიმართეს, ასევე წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და რეაგირება მოითხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ამ წუთებში პოლიციასთან ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად ლიპარიძეების მეზობლებიც იმყოფებიან. მათი თქმით, არ დაიშლებიან, ვიდრე პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ გამოწერს და ბავშვს დედისგან არ განარიდებენ.

არასრულწლოვნის მამის მტკიცებით, ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება, რის შესახებაც შვილმა მამას ტელეფონით აცნობა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა