მაკო გომურის და - მაკოს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც გერმანიაში სხვა კლინიკაში დაიწყებს მკურნალობას

მაკო გომურს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც ის გერმანიაში სხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 20-21 ივნისს დაშავებული 18 წლის მაკო გომურის დამ ია გომურმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაკო გომური კლინიკაში მოთავსებული არც ყოფილა და გერმანიაში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა.

„ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე საქართველოდან წასულს აღარ ჰქონია. აქაურმა ექიმებმა გააკეთეს ის, რომ მაკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაკოს გაუკეთდა ოპერაცია. თვალში ჩაუდგეს ფირფიტა, რომელიც ხელს შეუშლის თვალის მთლიანობის დახშობას. იყო საშიშროება, რომ პროთეზი ვეღარ ჩაედგათ და ეს ფირფიტა ამისთვის ჩაუდგეს, რომ საშიშროება განეიტრალებულიყო. მას ახლა აღმოაჩნდა დამატებითი პრობლემა ცხვირის ღრუში, რომელიც გამოვლინდა გამოკვლევების შემდეგ. ეს წარმოქმნილია დარტყმის შედეგად. აღნიშნულ პრობლემაზე დღეს მიაკითხავს სხვა კლინიკას“, - განაცხადა მაკო გომურის დამ ია გომურმა.

იხილეთ ვიდეო: მაკო გომურის და - მაკოს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც გერმანიაში სხვა კლინიკაში დაიწყებს მკურნალობას

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა