გენადი არველაძე - ანტიდემპინგური კანონი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან

ანტიდემპინგური კანონმდებლობა კერძო სექტორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაკვეთაა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ დემპინგური იმპორტი ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს გადაეგზავნა. გენადი არველაძის განცხადებით, უწყებაში მოლოდინი აქვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს. „ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ვერ ვახდენდით გამოძიებას, დადგენას, თუ რამდენად დემპინგური იყო ფასები, რომლითაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ხორციელდებოდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის მიხედვით, ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში და შემდეგ ოთხ თვეში ამოქმედდება, რაც, გენადი არველაძის ინფორმაციით, შესაბამის სტრუქტურებს სრულფასოვანი მოძიების საშუალებას მისცემს, თუ რამდენად იყო დემპინგი.

„შედეგად, ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ის ღონისძიებები გავატაროთ, რომელთაც კანონპროექტი ითვალისწინებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა