კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა, დააზიანოს ქვეყანა, მოაწყოს გადატრიალება, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს - ეს არავის გამოუვა

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანოს ქვეყანა, მოაწყოს გადატრიალება, ხალხი დააპირისპიროს ერთმანეთს. ეს არავის გამოუვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სიტუაცია ჩიხში ხომ არ არის შესული, გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ყველა თანხმდება და კონსენსუსია მიღწეული იმაზე, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს, პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ამაზეც, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი პარტია იქნება მომდევნო 2020 წლის პარლამენტში, ვინ იქნებიან კონკრეტულად ეს სუბიექტები. მოსახლეობა მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა", ფაქტობრივად, ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მოვისმინეთ მათი ლიდერის არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით. სატყუარა თუ რაღაც დაარქვა ამ პროცესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია ჩემთვის. მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, იყოს გადატრიალების, დამხობის მცდელობა. ეს არავის გამოუვა," - განაცხადა თბილისის მერმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა