გიორგი კახიანი - არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი პარლამენტში დაწყებული არ არის

არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი პარლამენტში დაწყებული არ არის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კახიანის თქმით, პროცესი დაწყებულია და უახლოეს რიგგარეშე სესიაზე, როდესაც მოწვეულ იქნება პლენარული სხდომა, პარლამენტი პირველ საკითხად სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსეჯელებს და უყრის კენჭს.

„უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება ჯერ კიდევ გასულ კვირას წარედგინა საქართველოს პარლამენტს ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის გავლით გადმოეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, ისე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. რეგლამენტის მიხედვით, ასეთი განცხადების განხილვა საპროცედურო კომიტეტზე შესაძლებელია მხოლოდ 7 სამუშაო დღის გასვლის შემდგომ. ვინაიდან 7 სამუშაო დღე გადის 9 ივლისს, 9 ივლისიდან 1 კვირის განმავლობაში, ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა და კომიტეტი მიიღებს შესაბამის დასკვნას. მაგრამ, იმისათვის, რომ პარლამენტის წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება, ამისათვის საჭიროა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე შესაბამისი დადგენილება მიიღოს",-აცხადებს კახიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა