საზღვარგარეთ, 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 6 პირი მკურნალობს, საიდანაც ორი სამართლდამცველია, სამი დაშავებული კი დღეს გაემგზავრება

საზღვარგარეთ სამკურნალოდ 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 6 პირი იმყოფება, სამი კი დღეს მიემგზავრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქეები ისრაელში, გერმანიასა და თურქეთში იმყოფებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ სულ სამკურნალოდ 2 სამართალდამცველია, მათგან ორივე თურქეთში იმყოფება.

რაც შეეხება მოქალაქეებს, ამ ეტაპზე, სულ საზღვარგარეთ იმყოფება 4 მოქალაქე, მათგან 2 ისრაელშია, ხოლო 2 გერმანიაში.

ასევე, დღეს ისრაელში რეაბილიტაციისთვის მიდის კიდევ 2 მოქალაქე, 1კი თურქეთში მიემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე რუსი დეპუტატი, მათ შორის, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. ოპოზიციამ გავრილოვის პარლამენტში ყოფნა და სპიკერის სავარძელში მოთავსება გააპროტესტა, რის გამოც ფორუმი ჩაიშალა. მოგვიანებით კი, მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მათ შორის რამდენჯერმა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით, ღამის 2 საათზე კი, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველი და 33 ჟურნალისტი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე