კახა კალაძე  - აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა და ამისთვის მაღალი კრიტერიუმები იქნება აღებული

20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი განიხილება. ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ დაშავებულების მკურნალობის თანხას ფონდი „ქართუ“ გადაიხდის.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის გამგზავრება უცხოეთში და მკურნალობა. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ვეხმარებით ვიღაცებს, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, მივითვისო, მგონი, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. მოვისმინე ფონდი „ქართუს“ განცხადება, რომელიც თავის თავზე იღებს დაზარალებულების გამოჯანმრთელების ყველა ხარჯს. რაც შეეხება საკომპენსაციო თანხებს, ამასთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მუშაობა და კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია. მაღალი კრიტერიუმები იქნება აღებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 33 ჟურნალისტი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა