ეკონომიკის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგოეფექტურობის შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნებაყოფლობითი შეთანხმებები სამრეწველო სექტორთან - ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში”, - აღნიშნული თემის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელსაც სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, ხოლო ენერგოეფექტურობა ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში, საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ქართული კომპანიების გამოწვევები, პრიორიტეტები და მოლოდინები ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ პირველი პროექტი მოიცავს ნებაყოფლობით შეთანხმებებს, როგორც ერთ-ერთ ღონისძიებას/ქმედებას, რაც მრეწველობის სექტორმა უნდა განახორციელოს. ნებაყოფლობით შეთანხმებებს აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ.

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარები სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა