ირაკლი ზარქუა - სწორედ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები და არა „ქართულმა ოცნებამ“

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში “ქართული ოცნების“ წევრების ბიზნეს ინტერესებს ეხება. ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორედ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და არა „ქართულმა ოცნებამ“.

“შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ “თელასი“ რუსებს ჩააბარა, წყალკანალიც. ასევე მოიქცნენ 2003 წლის შემდეგ - “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება “ხრამ1“, “ხრამ2“ და ჩუბაისი. ჩვენი ოპონენტები საკუთარი შეცდომების გადმობრალების პრინციპს იყენებენ, თუმცა თავის მართლების რეჟიმში ვერ ჩაგვაყენებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტია და რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოში ყირიმის შესახებ განცხადება გააკეთა, რომლის საფუძველზეც რუსეთი იძულებული გახდა შესწორებები შეეტანა.

ირაკლი ზარქუამ შალვა ოგბაიძის შესახებ ოპოზიციის განცხადებას ასევე აბსურდული უწოდა.

“კეთილი ინებოს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოიკითხონ, საკუთარი ბელადი მიხეილ სააკაშვილი სად და როგორ მოღვაწეობდა, ასევე გრიგოლ ვაშაძეზეც მოიძიონ ინფორმაცია, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს რუსული ინტერესებისთვის არასოდეს უმსახურიათ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი