დეკანოზი - შეცდომაში შეყვანის მცდელობაა აშშ-ს საელჩოში გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს მღვდელმთავრებსა და „პრაიდის“ ორგანიზატორებს შორის დაფარული საუბარი შედგა

ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო აშშ-ს საელჩოში მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის, - აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. როგორც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ, იქ აღმოჩნდნენ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები.

„რა მოხდა აშშ-ს საელჩოში? თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ახლა კი ფაქტიურად აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი? ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ, ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა. რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია ეკლესიას სხვადასხვა ფორმით. მათ გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა, და მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს. ხოლო რაც შეეხება ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია და კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. პრაიდის გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია. ჯობს გავიაზროთ, რომ ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი და ჩვენს ემოციურ ბუნებაზე გათვლილი პროვოკაციაა, რომელსაც ეკლესიის სამტროდ იყენებენ. დავაკვირდეთ, მიზანი ერთია, როგორმე საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სასულიერო პირებსა და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა