გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საცხოვრებელი შენობის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამინისტროს დაფინანსებით, სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ირემაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეს საკითხი წლების განმავლობაში აწუხებდა. სამინისტრომ დევნილი ოჯახების პრობლემა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობითა და აქტიური ჩართულობით გადაჭრა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს და მისი ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ახალი საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, სამინისტრო იმ ობიექტების რეაბილიტაციასაც ახორციელებს, სადაც დევნილი ოჯახები უკვე წლებია ცხოვრობენ. 2015 წლიდან დღემდე, სამინისტროს ბიუჯეტით დევნილთა საცხოვრებელი 500-მდე შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა“, - აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა