სოფო ქაცარავას ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავას ინიციატივით100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

"ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ამჯერად ჩავატარეთ100 წლის პარლამენტარიზმის ღონისძიება, რომელზეც იყო ძალიან დიდი ინტერესი, სადაც ვისაუბრე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება და ღვინის დეგუსტაცია", - განაცხადა სოფიო ქაცარავა.

"საქართველოში არის ძლიერი და მყარი დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და გამართული საპარლამენტო სისტემა", - განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა დორის ბარნეტმა.

"საქართველო მრავაალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ", - განაცხადა განაცხადა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელნა მარკ პრიჩარდმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვაქვეყნების პარლამენტარები

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა