„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები 19:00 საათზე ვაკის პარკში შეკრებას გეგმავენ

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გაპროტესტებას დღეს დაიწყებენ, რის გამოც, ისინი 19:00 საათზე თბილისში, ვაკის პარკში შეიკრიბებიან. ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ამასთან, მისი განმარტებით, „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად, ისინი 8 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

„8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად. რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია“, - წერს სოციალურ ქსელში გურამ ფალავანდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „ღირსების მარში“ ხვალ 8 ივლისს გაიმართება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა