გურამ ფალავანდიშვილი - გვინდა, რუსთაველის გამზირზე დავდგეთ და მთავრობისგან მოვითხოვოთ, აიკრძალოს ბილწი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა

გვინდა, რუსთაველის გამზირზე დავდგეთ და მოვითხოვოთ მთავრობისგან აიკრძალოს ბილწი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და მარში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ლევან ვასაძის თანამოაზრემ, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, „თბილისი პრაიდის“ გამართვის საშუალებას ისინი არ მისცემენ.

„გაჟონა ინფორმაციამ, რომ მათ უნდა ჩაეტარებინათ „მინი პრაიდი“, დიდი პრაიდი თუ პატარა, როგორც გამოუვათ. ბევრი ვაპირებდით მოსვლას, დაწერეს, რომ აღარ გამოვდივართო, ამიტომ ბევრი აღარ წამოვედით, მაგრამ ცოტა მაინც მოვედით ყოველი შემთხვევისთვის, რომ თუ რაღაცაა, გადავრეკოთ და ხალხი მოვიყვანოთ. გვინდა, რუსთაველის გამზირზე დავდგეთ მთავრობის სახლთან და მოვითხოვოთ მთავრობისგან აიკრძალოს ბილწი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და მარში“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა