ალერგოლოგი - 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 50% დაავადებული იქნება რომელიმე ალერგიული დაავადებით

2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 50% დაავადებული იყოს რომელიმე ალერგიული დაავადებით, - ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა და ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ალერგიის, ასთმისა და სპორტის სექციის ბორდის თავმჯდომარემ მაია რუხაძემ, ალერგიისა და სასუნთქი გზების დაავადებების ევროპის პაციენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

„ძალიან ამაღელვებელია ის ციფრები, რასაც სტატისტიკა გვეუბნება. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის 50% დაავადებული იყოს რომელიმე ალერგიული დაავადებით. მიუხედავად ამისა, ევროპაში ჯერჯერობით 45 % - ზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილად დიაგნოსტიკა გავლილი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა მაია რუხაძემ.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, ქრონიკული ალერგიული დაავადება 150 მლნ ევროპელს აღენიშნება. ამასთან, დღესდღეობით, 100 მლნ ევროპელს დასმული აქვს ალერგიული რინიტის დიაგნოზი, 70 მლნ-ს ასთმის, 17 მლნ-ს კვებითი ალერგიის, ხოლო 8%- ს ანაფილაქსიის. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

„სწორედ ამ პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენას, ინფორმირებულობის გაზრდას და შესაბამისად პაციენტების ოჯახების განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ შეხვედრის მიზანი საზოგადოების ინფორმირების გაზრდაა", - აღნიშნა რუხაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა