დღეს, სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებში, 15-დან 20%-მდე მოსახლეობისა, არის ავად ალერგიული დაავადებებით, - ამის შესახებ დაავდებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ალერგიული დაავადებები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს წარმოადგენს.
„ალერგიული დაავადებები, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია მსოფლიოში. ალერგიულ დაავადებებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია რინოკონუქტივიტი, ასთმა, სხვადასხვა სახის ალერგიული დერმატიტები და ანაფილაქსია. ეს ოთხი მნიშვნელოვანი ჯგუფია დაავადებების და დღეს, სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებში, 15-დან 20%-მდე მოსახლეობისა, არის ავად ალერგიული დაავადებებით. მათ შორის, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცენტი უკვე ადის 20-25%-მდე. პროგნოზია, რომ 2025-2030 წლისთვის, ეს პროცენტი შეიძლება გაიზარდოს და ყოველ მეორე ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული ან მწვავე ალერგიული დაავადება. ალერგიულ დაავადებათა უმრავლესობა მართვას ემორჩილება და დაავადება რომ კარგად მართო, გარდა ექიმის დარიგებისა და პრევენციული ღინისძიებებისა და მკურნალობისა, აუცილებელია, რომ პაციენტი იყოს გათვითცნობიერებული და კარგად იცოდეს თავისი დაავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სინქრონიზაცია ექიმის დარიგებებისა და პაციენტის ცოდნისა, იძლევა უკეთეს გამოსავალს დაავდების მართვისას", - განაცხადა გამყრელიძემ.