გენადი ზიუგანოვი - საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის ინიციატორები უნდა დაისაჯონ

რუსი კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის ინიციატორები უნდა დაისაჯონ, მაგრამ, ამასთან, მისი თქმით, რუსეთს არ უღირს, უარი თქვას ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებაზე.

როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყანას კვლავაც დაუდგება გაცილებით ღირსეული და სასიკეთო დროება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„მე იმის მომხრე ვარ, რომ დაისაჯონ ისინი, ვინც მტრულ პროპაგანდას ეწევა, ან უბრალოდ, უღირსად აკომენტარებს ზოგიერთ მოვლენას“ - განაცხადა ზიუგანოვმა და დასძინა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის განცხადებები რუსეთის ხელმძღვანელობისადმი რჩება ყოველი კომენტარის მიღმა.

მისი თქმით, „ქართველი ხალხი თავად გაარკვევს ასეთ ნაძირლებთან და არამზადებთან ურთიერთობებს“.

რუსი კომუნისტების ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა უარი არ უნდა თქვას ქართველ ხალხთან კავშირების გამყარებაზე.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ იმ სანქციების არაეფექტურობაზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ ამერიკა და ევროპა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ასეთი სანქციები სხვებთან მიმართებაში კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ, უნდა დაიყოს ისინი, ვინც მოწინააღმდეგეა მათგან, ვინც კეთილსინდისიერად შრომობს და და ჩვენ მშვიდობას გვისურვებს და სურვილია აქვს, ჩვენთან აქტიურად განავითაროს ურთიერთობა,“ - განაცხადა ზიუგანოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა