პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 9 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღურება:

„მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვერეს შესახვევის, ვერეს ბაღის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის, ნიკო ნიკოლაძის, კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილის, ახვლედიანის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, ძმები ზუბალაშვილების და შევჩენკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, თამარაშვილის, ტიციან ტაბიძის, გიორგი მუხაძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, მიშველაძის, დარიალის, კავსაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის, მარუხის გმირთა, რაზმაძის, აბაშელის, არაყიშვილის, კოკა კლდიაშვილის და მცხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიდუბის შესახვევის და აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება სპირიდონ კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და სამგორის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV და VII კვარტლების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, არმაზის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ავთანდილის, ტარიელის, ასმათის, ფატმანის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს. 16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა