მიხეილ სააკაშვილი - ასე როგორ დაალაგა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობა, რომ ჰგონიათ,  გაბუნიას  გაუაზრებელი გამოხტომის გამო,   რუსეთმა შეიძლება  დაგვბომბოს?!

ასე როგორ დაალაგა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობა, რომ ჰგონიათ, გაბუნიას ერთი გაუაზრებელი გამოხტომის გამო, რუსეთმა შეიძლება დაგვბომბოს?! - ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პოსკრიპტუმის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით გაჟღერებულ უცენზურო განცხადებას, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

„ამდენი ხანი, ივანიშვილი იძახდა, რომ რუსეთთან დაალაგა ურთიერთობა. რა დაალაგა ასეთი, რომ გაბუნიას ერთმა უგემოვნო, გაუაზრებელმა გამოხტომამ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენი აზრით, რუსეთმა დაგვბომბოს?! საერთოდ აზრზე ხართ, რას ლაპარაკობთ?!“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, როდესაც პრეზიდენტი იყო, რუსი ტურისტები საქართველოს რეფორმებით აღფრთოვანებული იყვნენ და სწორედ ამიტომ მისივე თქმით, მას უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს რუსეთში, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების წევრებს.

„ჩემს დროს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დიდი უბედურებისა, რუსი ტურისტები შემოვიყვანეთ, რუსები გვექცეოდნენ პატივისცემით, იმიტომ, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს რეფორმებით და დღეს მე რუსეთში მაქვს ბევრად მეტი ავტორიტეტი ხალხს შორის, ვიდრე ივანიშვილს ან მისი ბანდის რომელიმე წევრს, რომელთაც საერთოდ არ იცნობენ. ახლა ბოლომდე აიწეწა ურთიერთობები, ტურისტებს აჩერებენ, ფრენები შეჩერდა, ყველაფერი აირია და ახლა თურმე შეიძლება გაბუნიას გამო დაგვბომბომ. ყველაფერი დალაგდება, ივანიშვილს არანაირი ხრიკები აღარ უშველის. ახლა მთავარია კონსოლიდაცია, ერთიანობა და შეუპოვრობა. ჩვენ არასდროს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე და ჩვენს თავისუფლებაზე “, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა