"რუსთავი 2"-ის შენობასთან მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გივი შანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აქცია 20:00 საათზე განახლდება და მათი მთავარი მოთხოვნაა, შეიცვალოს არხის მენეჯმენტი და ასევე ტელევიზიაში მუშაობა შეწყვიტოს გიორგი გაბუნიამ.

"გიორგი გაბუნიას 2 თვით შეუჩერეს მუშაობის უფლება.ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ადამიანს ეთერში მუშაობის უფლება საერთოდ შეუჩერდეს. მის განცხადებას ქვეყანაში ვნებათაღელვა რამდენჯერმე მოჰყვა.უშუალოდ მარტო გაბუნიაზე არ გვაქვს აქცენტი, თითოეულმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა უნდა შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, რომლითაც ჩვენს მტრებს აღიზიანებენ, სადაც ჩვენი ქართველი ძმები ცხოვრობენ და საკუთარ ოჯახს არჩენენ", განაცხადა გივი შანიძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს