აკაკი ზოიძე - ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოიწვიოს შესაბამისი უარყოფითი რეაქცია ხელისუფლების მიმართ

მთელი იმ ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც „რუსთავი 2“ აკეთებს, თესავს გესლს, ზიზღს და შურს საზოგადოებაში,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს სწორედ განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციებში.

„2008 წლის ომის დროს, ემბარგოს შემოტანის სურვილისას, საქართველოს დაზიანების სურვილისას ლიდერობდა და მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. ეს შემთხვევითობა აღარ არის. ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი. ხოლო პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თავისი თანამემამულეები დაიცვას“, - აცხადებს ზოიძე.

მან 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიხსენა, რომლის შემდეგაც რუსეთიდან საქართველოში ქართველები სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს.

„თუ რუსეთში მყოფ ქართველებს პრობლემები შეექმნებათ, ეს მასა სწორედ ხელისუფლებაზე იქნება უკმაყოფილო, რომ მან ვერ დაიცვა ჩვენი თანამემამულეების ინტერესები. შემდეგი თემაა რუსი ტურისტების შეზღუდვა, რომ რუსმა ტურისტებმა ბოიკოტი გამოგვიცხადონ მათი სახელმწიფოს მეთაურის დედის გინებისთვის და ესეც გამოიწვევს უკმაყოფილებას იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ელოდებოდნენ შემოსავალს რუსი ტურისტების მხრიდან. და ეს ყველაფერი პრესის თავისუფლების იდეაშია შეფუთული. ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა, რომ თითოეული მიმართულებით გამოიწვიოს შესაბამისი უარყოფითი რეაქცია ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა იცის, რომ 17 ივლისს უნდა გამოცხადდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. „ახლა უკვე ნებისმიერი ქმედება „რუსთავი 2“ -ის წინააღმდეგ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეიძლება გაასაღონ პუტინის დავალების შესრულებად, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ისე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა