რამზან კადიროვი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ პუტინს და რუსეთს ბოდიში მოუხადოს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გუშინდელ სატელევიზიო ეთერს ეხმაურება.

„კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია“, - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

„მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი პოზა, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა“ - აცხადებს კადიროვი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს