ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პოლიციას სთხოვენ, მონაზონი სიდონია მოშიმშილეების კარვებთან უსაფრთხოდ მიაცილონ

ბოლო 20 წუთია მონაზონი სიდონია ცდილობს ყვითელი ავტობუსების იქით გადასვლას და მოშიმშილეების გამხნევებას, ამიტომ სამართალდამცველებს ვთხოვთ, უზრუნველყონ მისი უსაფრთხოდ გადაყვანა მოშიმშილეების კარვებთან, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებისთვის გაუგებარია, რას ერჩიან ლევან ვასაძის მხარდამჭერები მოშიმშილეებს.

"ვერ გავიგეთ რას ერჩიან მოშიმშილეებს. დედა სიდონიას სურს, რომ მოშიმშილეები გაამხნევოს და არ უშვებენ კარვებთან, ამიტომ სამართალდამცველებს ვთხოვთ, რომ მიაცილონ მათთან", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

დედა სიდონიას მოშიმშილეებთან შესვლა სურს და პოლიციას სთხოვს დახმარებას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა