დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს - საკუთარი ხალხის სირცხვილი თავად ხარ - არსად გემალები არც შენ და არც პუტინს, თბილისში ვცხოვრობ

საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი, - ამ სიტყვებით პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს პასუხობს.

„გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ,“ - წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კადიროვი გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინისადმი ტელეეთერში გაჟღერებულ არაეთიკურ მიმართვას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება