ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიაზე - ერთი ვიღაც გამოვიდა და რაღაც დააბრეხვა - „დიდი პატივია“ მისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რუსთავი2“ -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, გაბუნიასთვის „დიდ პატივად“ აფასებს. ამის შესახებ პუტინმა დუმის იმ დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ფიქრობენ, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას და მისი რუსეთში ექსტრადიცია მოხდეს.

„ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვიღაც ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ მხრივ მან თავისას მიაღწია. მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად. მერე მივა და სამსახურს შესთავაზებენ. მაგრამ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. "დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ანტირუსულ განწყობებს ის ადამიანები აღვივებენ, ვინც არ იციან ისტორია და საბოლოო ჯამში, ზიანს საქართველოს აყენებენ.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიას სკანდალურ მონოლოგს გამოეხმაურა და სანქციების დაწესების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება