დავით ზალკალიანი პუტინის განცხადებაზე - ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი

ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. მისივე თქმით, საქართველოს ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება.

"ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის დასტური არის ის ქმედება, რაც აისახება იმავე ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ის ვალდებულებები, რაც არის აღებული, შესრულებული უნდა იყოს," - განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაოდ, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტი ისტორიას აყალბებს, დავით ზალკალიანმა უპასუხა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იზრუნებენ კონფლიქტის დეესკალაციისკენ, სიტუაციის სამშვიდობო გზით მოგვარებისკენ, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.

"საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მთელი მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან როგორც ერთიანი სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა აღიარებულ საერთაშორისო ფარგლებში. ეს არის პასუხი იმაზე თუ რას ვაკეთებთ ჩვენ," - განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია