გია ანჩაბაძე პუტინის განცხადებაზე - ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში დგებიან და წერენ იმას, რაც პოლიტიკურად საჭიროა, თუმცა, როცა საჭიროება იცვლება, ეს იდეები მოუსავალში მიდის

ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში დგებიან და წერენ იმას, რაც არის პოლიტიკურად საჭირო, თუმცა როცა პოლიტიკური საჭიროება იცვლება, ეს იდეები ქრება და მოუსავლეთში მიდის, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გია ანჩაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.

ისტორიკოსის თქმით, „დღევანდელი „სამხრეთ ოსეთი“ არავითარ შემთხვევაში არ შედიოდა იმ ოსეთის შემადგენლობაში, რომელიც ხელშეკრულებით რუსეთს შეუერთდა.

„უფრო ადრინდელ პერიოდს გავიხსენებდი, როდესაც ითქვა, რომ 1774 წელს შეუერთდა რუსეთს მთელი ოსეთი: ჩრდილოეთი და სამხრეთი, ეს არ არის სწორი, რადგან მაშინ ასეთი დაყოფა არ იყო, მაშინ ოსეთი იყო ერთი, თანაც ეს ოსეთი შევიდა 1774 წელს, ის იყო დამოკიდებული ყაბარდოზე და რუსეთ-თურქეთის გადაწყვეტილებით, ყაბარდო შეუერთდა ოსეთს, ვინაიდან დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთი იყო დამოკიდებული ყაბარდოზე, ჩაითვალა, რომ ოსეთიც არის შემადგენელი ნაწილი რუსეთის. ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ამიტომ 1774 წელს ოსეთი შეუერთდა რუსეთს, ის არ იყო ერთიანი სახელმწიფო. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ყაბარდო იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ოსებიც მონაწილებდნენ ამ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე ჩრდილოეთ ოსეთში თანდათან რუსები ამყარებდნენ კონტროლს. რაც შეეხება დღევანდელ „სამხრეთ ოსეთს“, ის არავითარ შემთხვევაში არ შედიოდა მაშინ იმ ოსეთის შემადგენლობაში, რომელიც ხელშეკრულებით რუსეთს შეუერთდა. ის იყო ყოველთვის ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში, აქ შედიოდა კიდევ დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. ნარ-მამისონის ქვაბული. პუტინი თვითონ ისტორიკოსი არ არის, მას ცნობები მიაწოდეს ისე, როგორც ეს ოსურ ისტორიოგრაფიში იწერება, შეცდომაში შეიყვანეს“,- განაცხადა გია ანჩაბაძემ.

მისივე თქმით, ოსების განსახლება საქართველოს ტერიტორიაზე თანდათან ფართოვდებოდა , თუმცა ის პირვანდელი ტერიტორია, სადაც იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი არ შედიოდა არავითარ ჩრდილო კავკასიურ გაერთიანებაში.

„ოსების ჩამოსახლება ჩვენთან იწყება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთი დაერქვა. პირველი ცნობები ოსების შესახებ გვაქვს სადღაც მე-17 საუკუნიდან, მაგრამ ეს არის საქართველოს ტერიტორია, სადაც ჩამოდიოდნენ ოსები. რაც შეეხება მათ გაფართოებას, მთელი მე-17, მე-18 საუკუნის, მე-19 საუკუნის განმავლობაში თანდათან ფართოვდებოდა ოსების განსახლება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ის არასდროს, არც შუა საუკუნეებში, არც 1774 წელს, არც მერე, ის პირვანდელი ტერიტორია, სადაც იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, არ შედიოდა არავითარ ჩრდილო კავკასიურ გაერთიანებაში. ეს არ არის საკამათო. ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში რომ დგებიან წერენ ხოლმე იმას, რაც დღეისთვის არის პოლიტიკურად საჭირო, თუმცა როცა პოლიტიკური საჭიროება იცვლება, ეს იდეები ქრება და სრულიად მოუსავალში მიდის. რაც შეეხება აფხაზეთს, ის იმ დროს იყო სამთავრო და იყო დამოუკიდებელი. როცა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა აფხაზეთი პირველად 1810 წელს, თუმცა რეალური გაბატონება რუსეთის უფრო გვიან ხდება აფხაზეთში. მაგრამ, 1810 წლისთვის აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც ფორმალურად ითვლებოდა, რომ შედის ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ რეალურად მათ იმპერიაში არ შედიოდა“,- განაცხადა ანჩაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა