ხათუნა ლაგაზიძე -  ქვეყანა დღეს რევოლუციური სცენარით ცხოვრობს და თუ ხაზარაძე გახდება პოლიტიკური ცენტრი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რევოლუცია არაფერში სჭირდებათ, ის მიაღწევს წარმატებას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 20 ივნისის დრამატული და ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს არც სიმწვავე აკლია და არც დინამიკა.

ვხედავთ, რომ ხშირად პროცესების დაჩქარებულ დინამიკას საფრთხის შემცველი ტენდენციები და ტრაექტორიებიც აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთი ჯერ გვწყალობს.

მხედველობაში მაქვს ის, რომ პარლამენტის წინ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

ანტიოკუპაციური აქციისა და „გახარია წადის“-ის ორგანიზატორები აგრძელებენ თავის პროტესტს. მას შემდეგ, რაც პრაიდის ორგანიზატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომ საქართველოში პირველად შედგა „პრაიდი-თბილისი“, „ქართულმა მარშმა“, ლევან ვასაძემ და რაინდებმა პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია დატოვეს და შესაბამისად, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხეც აღარ არსებობს.

მიუხედავად ამისა, ბევრი თვალსაზრისით, ვითარება აშკარად არასახარბიელოა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ქვეყანა 20 ივნისის შემდეგ იმყოფება?

- მოკლედ რომ ვთქვათ: რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, ეს არის დისკრედიტირებულთა ჯირითი ფინიშთან. ქვეყანას აქცევს პოლიტიკური ძალების ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაუნდობელი მეთოდები.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი ვნახეთ - „გავრილოვის სპეცოპერაცია“, რომელიც რუსი და ქართველი აქტორების მონაწილეობით შესრულდა, რუსეთთან 30 წლიანი პერმანენტული ბრძოლით დაქანცული ქართველი ერი, პოლიტიკური ძალები,

რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, ეს არის დისკრედიტირებულთა ჯირითი ფინიშთან. ქვეყანას აქცევს პოლიტიკური ძალების ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაუნდობელი მეთოდები

რომელთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანასთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, შინაური მტრების ფართო სპექტრი, რომლებიც მზად არიან დაუნდობლად გაწირონ საკუთარი ქვეყანა, ამ და კიდევ სხვა მრავალი გამოწვევისთვის მზად არმყოფი სახელმწიფო.

მიტინგის ლიდერების, ახალი თაობის დისკრედიტაციის მცდელობა ხელისუფლებისგან საკუთარი მომავლის დისკრედიტაცია და ბუნების კანონების წინააღმდეგ სვლაა

ამ ფონზე იმედისმომცემად გამოჩნდა ახალი თაობის განაცხადი, რომ ის მზად არის შემოვიდეს ასპარეზზე და შემოგვთავაზოს მომავლის ნათელი და უკომპრომისო, კოლაბორაციონიზმისგან დაცლილი ხედვა.

მიტინგის ლიდერების, ახალი თაობის დისკრედიტაციის მცდელობა ხელისუფლებისგან საკუთარი მომავლის დისკრედიტაცია და ბუნების კანონების წინააღმდეგ სვლაა, იმედია, ხელისუფლებაში ამას მიხვდებიან. იმედის მომცემია, აგრეთვე ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლის მოლოდინი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე.

- ამ თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა განაცხადა - „სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ვნებების დაოკება და დიალოგის რეჟიმში გადასვლა... დიალოგისა და თანამშრომლობის გარეშე სახელმწიფო ვერ შეიქმნება. სხვაგვარად მუდმივად ჩიხში ვიქნებით“.

მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არც ახალგაზრდების აქციის მონაწილეებთან და არც „ქართული მარშისა“ და ვასაძესა და რაინდებთან აპირებს დიალოგის გამართვას.

როცა ახალგაზრდებსა და „მარშელებს“ შორის ფიზიკური დაპირისპირების ალბათობა იყო, პოლიციამ საკმაოდ კარგად იმუშავა. თუ მხედველობაში მივიღებთ ოპოზიციასთან პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების დაწყებულ დიალოგს, მაინც რჩება შთაბეჭილება, რომ ხელისუფლება კრიზისის დაძლევის თავისი გეგმით მუშაობს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ გამოიყურება კრიზისის განმუხტვისა თუ დაძლევის ხელისუფლებისეული სცენარი და გეგმა, თუ ასეთი მას აქვს?

- პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით და რუსულ ბაზარზე ორიენტირება - ესაა ერთადერთი სისტემური ხედვა, სხვას ვერაფერს ვხედავთ, გარდა ხელისუფლების მხრიდან ცუდად მორგებული მეხანძრის როლისა.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით, რაც არ უნდა ვიშინოთ ხელი თავში ნულოვან ბარიერზე, ეს არის ღია კარის პოლიტიკა პარლამენტში, რომელიც ახალ ძალებს აძლევს შანსს შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის ახალ თაობას, რომელმაც თვითორგანიზების კარგი უნარი აჩვენა.

ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება შანსს მისცემს ქართული პოლიტიკის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ზომიერ სეგმენტს შევიდეს პარლამენტში. და რაც მთავარია, აგვარიდებს რევოლუციურ სცენარებს

დიახ, გამოჩნდებიან სხვადასხვა ფინანსური ინტერეს-ჯგუფები, რომლებიც დააფინანსებენ ახალ პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში შესასვლელად.

თუნდაც ზოგიერთი მათგანი მზად იყოს ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც მივიღებთ ახალ პოლიტიკურ სახეებს და ახალ განაცხადს არსებულ, არქიფო სეთურის ვირთხების კასრად ქცეულ სივრცეში.

ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება შანსს მისცემს ქართული პოლიტიკის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ზომიერ სეგმენტს შევიდეს პარლამენტში. და რაც მთავარია, აგვარიდებს რევოლუციურ სცენარებს.

- უკანასკნელ პერიოდში ჩვენში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის იმაზე, რაც ჩვენში ხდება.

მხედველობაში მაქვს ჩვენში მიმდინარე პროცესებში რუსეთის, იგივე დასავლეთის მონაწილეობა-არმონაწილეობის თემა.

ზაზა ფირალიშვილის აზრით, - „ჰიბრიდულმა ომმა ჩვენს წინააღმდეგ ლამის თავის პიკს მიაღწია, ამ სიტუაციაში მხოლოდ ვნებების დაოკება თუ გაგვიყვანს სამშვიდობოს“.

მეტიც, მისივე თქმით, - „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების ის რეჟიმი, რომელშიც ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებლებს აძლევს ხელს“.

თქვენი დაკვირვებით, ჩვენში მიმდინარე პროცესები რამდენად უკავშირდება გარე ფაქტორებს?

- ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ - რაც უფრო მოახლოვდება 2020-ის არჩევნები, მით უფრო გამწვავდება რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება საქართველოსთვის და საქართველოში. მხოლოდ რუსეთ-ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო უკვე დიპლომატიური ფრონტის ხაზია, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებში ითარგმნება.

ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ - რაც უფრო მოახლოვდება 2020-ის არჩევნები, მით უფრო გამწვავდება რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება საქართველოსთვის და საქართველოში

პომპეოს განცხადებები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სადაც ის პირდაპირ მიუთითებდა ამერიკის ინტერესზე, რომ არ დაუშვას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური დომინირება საქართველოში, კარასინის საპასუხო განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ მზადდება ნაიდაგი საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გასაწევრიანებლად და ეს საკითხი დეკემბერში ნატოს საიუბილეო სამმიტზე დაისმება, რასაც, თავისთავად რუსეთი არ შეეგუება, კარპენტერის განცხადება -სიგნალი, რომ საქართველომ ერთ დღეს შეიძლება გიაღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ 20-ით კი არა, 100%-ით არის ოკუპირებულიო.

მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ ფიქრი, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები საგარეო დაძაბულობის სარკისებრი არეკვლა არ არის

ამავე ჩამონათვალიდანაა ასევე ამერიკის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზების თაობაზე და გაფრთხილება, რომ ირან-ამერიკის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვის კვალობაზე, შესაძლოა რუსეთმა ირანთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის დამყარების მიზნით, საქართველოს ოკუპაცია განახორციელოსო. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობები და ა.შ.

მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ ფიქრი, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები, საგარეო დაძაბულობის სარკისებრი არეკვლა არ არის.

- დამკვირვებელთა მეორე ნაწილის მტკიცებით კი, რაც ახლა შიდა პოლიტიკაში ხდება, შიდა ტენდენციებისა და გადაუჭრელი პრობლემების ერთობლიობაა.

შეგიძლიათ დაასახელოთ ის შიდა ტენდენციები და გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც სავარაუდოდ, განსაზღვავენ კიდეც შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს?

- 1. ეკონომიკის დაღმასვლა და ლარის კატასტროფული გაუფასურება, 2. ხელისუფლების მიერ საინფორმაციო სივრცის დათმობა ოპონენტებისთვის, შესაბამისად საინფორმაციო ომის მუდმივად წაგება და ცეცხლის ჩამქრობის რეჟიმში ყოფნა.

მგონი, „ოცნების“ გარდა ვერც ნახავთ სხვა მმართველ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში საინფორმაციო დღის წესრიგს ვერ ქმნიდეს და მუდმივად სხვის მიერ შექმნილი საინფორმაციო რეალობიდან თავის დაღწევის და მოსახლეობასთან თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდეს,

„ოცნების“ გარდა ვერც ნახავთ სხვა მმართველ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში საინფორმაციო დღის წესრიგს ვერ ქმნიდეს და მუდმივად სხვის მიერ შექმნილი საინფორმაციო რეალობიდან თავის დაღწევის და მოსახლეობასთან თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდეს

3. დიალოგის დეფიციტი საკუთარ მოსახლეობასთან, 4. საერთო-სახელმწიფოებრივი იდეის არარსებობა, რომლის გარშემოც ხელისუფლება საზოგადოებას გააერთიანებდა, 5. დაყოფილი და ერთმანეთზე წაკიდებული საზოგადოება, 6. მმართველი ძალის არაპროფესიონალებით დაკომპლექტება, 7. კორუფცია, 8. პოლიტიკური პარტნიორების ჩარეცხვა ან მტრებად ქცევა და ა.შ.

მთავარი პრობლემა, ვფიქრობ მაინც არის, რომ „ოცნება“ მუდმივად აგვიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საქმიანობს მუდმივად წაგებული საინფორმაციო ომის პირობებში.

ამის ყველაზე ბოლო მაგალითს მოგიყვანთ: 10 ივნისს გიორგი გახარიამ ექსპერტებთან შეხვედრაზე ბევრ ისეთ ფაქტზე ისაუბრა, რომელიც ამყარებს სახელისუფლო ვერსიას პარლამენტის შტურმის მზადების თაობაზე და 20 ივნისის აქციაზე ამ მიზნით წინასწარ მომზადებული პირების არსებობას, რომლებიც ცდილობდნენ ახალგაზრდების სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტით ესარგებლათ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიეღწიათ.

ვერაფრით ვხსნი, რატომ ვერ გამოდის ეს ხელისუფლება მუდმივად „ტანჯული მეხანძრის“ როლიდან

მან თქვა, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან გაჩნდა კითხვა, ასეთ შემთხვევაში რატომ შედგა ეს შეხვედრა 20 დღის დაგვიანებით, ხელისუფლების მხრიდან წაგებული საინფორმაციო ველის პირობებში, როცა ხელისუფლების ხელთ არსებული თუნდაც ძალიან მყარი მტკიცებულება, საზოგადოების თვალში უფრო თავის მართლებას ემსგავსება.

ვერაფრით ვხსნი, რატომ ვერ გამოდის ეს ხელისუფლება მუდმივად „ტანჯული მეხანძრის“ როლიდან.

- ოპოზიციის ოპონენტები, მხედველობაში არ მყვანან მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, არამედ სხვა პოლიტიკური ძალებიც, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში ჩვენში მიმდინარე პროცესების უკან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები თუ არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლები დგანან. თ

ქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალების ბრალდებები ჩვენში მიმდინარე პროცესებში მესამე პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ?

- რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ სააკაშვილი ხელისუფლების სისუსტით ისარგებლებს?! დამისახელეთ მეორე თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელიც ორ ქვეყანაში ცდილობს შექმნას პოლიტიკური ამინდი და შექმნას ისტორია?!

სააკაშვილი არც აქამდე უშვებდა შანსს და არც მომავალში გაუშვებს, რომ ქართულ პოლიტიკურ აჯაფსანდალს თავზე მოაჯდეს და უკრაინაშიც არ დარჩეს პოლიტიკური ტორტის მსუყე ნაჭრის გარეშე

სააკაშვილი არც აქამდე უშვებდა შანსს და არც მომავალში გაუშვებს, რომ ქართულ პოლიტიკურ აჯაფსანდალს თავზე მოაჯდეს და უკრაინაშიც არ დარჩეს პოლიტიკური ტორტის მსუყე ნაჭრის გარეშე. ის ნებისმიერი სახის პროტესტის გამოყენებას სათავისოდ შეეცდება და არც რევოლუციურ სცენარზე იტყვის უარს და ამას არც მალავს.

სააკაშვილი არც იმას მალავს, რომ მას არ აწყობს ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების ჩატარება, რადგან მისი

მან ხომ სხვებზე უკეთ იცის, რომ ვაშაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების სოლიდური ნაწილი არა „ნაციონალებისთვის“ მიცემული, არამედ, ანტი-„ოცნების“ ხმები იყო, რომლებიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში აუცილებლად სხვა პარტიებზე გადანაწილდება და მას წყალში ჩაეყრება დღევანდელი ხელისუფლების ერთად-ერთ ალტერანტივად შენარჩუნების 8-წლიანი მცდელობა.

ამიტომაც, სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას არ მოეშვება 2020 წლამდე. აბა, ვინც ხელი ჩაიქნია და შანსების გამოყენებას არ ეცადა, კი ჩაბარდა ისტორიას. სხვა საქმეა, რომ მისი მცდელობები კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.

- „რუსთავი-2“-ზე გაბუნიას გახმაურებული გამოსვლის შემდეგ რუსეთის სათათბიროს კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კვლავ დაუწესდეს სავაჭრო ემბარგო, შეეზღუდოს რუსეთიდან ფულადი გზავნილების გამოგზავნა. რუს ტურისტებს ხელისუფლება მოუწოდებს არ ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს ყველაფერი რომ ლარის კურსზეც აისახება ცხადზე უცხადესია. მოკლედ, ფაქტია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.

ამ ისტორიაში ყველაში ყველაზე უცნაური ისაა, რომ პუტინმა განაცხადა, რომ ის ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინის სურვილი გათვალისწინებული იქნება.

ფაქტია, რომ გაბუნიას ხმაურიან გამოსვლამდე ჩვენ, ქართველებსა და საქართველოს პუტინთან უამრავი მორალური და პოლიტიკური უპირატესობები გვქონდა ბევრი რამის გამო.

ახლა რა გამოდის, ღვინისა და წყლების ექსპორტის, ასევე ხილისა და მწნილის ექსპორტისა და ტურისტების გამო, მადლობელი უნდა ვიყოთ? ეჰ, გაბუნია, გაბუნია - ეს რა ქენი გუდუნა?

- პუტინის მიერ გაღებული „მოწყალება“ მრავალკომბინაციური თამაშის ნაწილია და საქართველოს საბოლოოდ და სრულად რუსულ ორბიტაში დაბრუნებას ემსახურება.

პუტინის მიერ გაღებული „მოწყალება“ მრავალკომბინაციური თამაშის ნაწილია და საქართველოს საბოლოოდ და სრულად რუსულ ორბიტაში დაბრუნებას ემსახურება

ამ ნაბიჯით, სულ მცირე, უფრო მეტ პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსს მივიღებთ მომავალ პარლამენტში, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.

თან პუტინმა სანქციების არშემოღების სანაცვლოდ, ფაქტობრივად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ირიბი აღიარება შემოგვთავაზა.

კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიის პუტინისეულ ვერსიაზე, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამპყრობლად და გენოციდის მომწყობად არის წარმოჩენილი, მყისიერად უპასუხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დუმილი, ფაქტობრივად, ჩვენი მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმაციის დასაწყისი იქნებოდა.

კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიის პუტინისეულ ვერსიაზე, მყისიერად უპასუხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმილი, ფაქტობრივად, ჩვენი მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმაციის დასაწყისი იქნებოდა

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულიად საჭირო პროტესტი კი, ფაქტობრივად, რუსული ბაზრის დაკარგვის ტოლფასია. აი, ამ დილემის წინაშე ვდგავართ ახლა - პუტინმა კეთილი მეფის როლის თამაში გადაწყვიტა, თანაც არა უფასოდ, არამედ ჩვენი მხრიდან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ირიბი აღიარების ფასად.

- პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ახალი საზოგადოებრივი მოძრაობას სექტემბერში გეგმავს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ხაზარაძეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა მის მიერვე დაფუძნებულ „თი-ბი-სი ბანკსა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, პრაქტიკულად მას სხვა გზა არც ჰქონდა რომ არ ჩართულიყო პოლიტიკაში.

წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ იმის თქმა კი ნამდილად შეიძლება, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა 2020 წლის არჩევნებზე აშკარად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემის გამოჩენას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს იგი ჩვენს შიდა პოლიტიკაში?

- მთავარი კითხვა, რომელიც ხაზარაძის განცხადებით ჰაერში გამოეკიდა, შემდეგია - არის თუ არა ის ამერიკის ახალი ფავორიტი, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს კარპენტერის და ამერიკის დაზვერვის ვერსიების თუ სცენარების - რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული მენტალური თუ ფიზიკური ოკუპაციის - რეალობად ქცევას, თუ ეს მისი პირადი ინიციატივაა?!

თუ ეს მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილებაა, მაშინ რა გარანტიებს აძლევს ანაკლიის პორტის ინვესტორებს ოპოზიციის ლიდერი ხაზარაძე, რომ ხელისუფლება შეასრულებს მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს ანაკლიის პორტთან მიმართებაში?! ბანკთან დაკავშირებით, გასაგებია - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სწორედ რომ 2021 წლამდე დააგირავეს ბანკში მათ ხელთ არსებული აქციები.

მთავარი კითხვა, რომელიც ხაზარაძის განცხადებით ჰაერში გამოეკიდა, შემდეგია - არის თუ არა ის ამერიკის ახალი ფავორიტი, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული მენტალური თუ ფიზიკური ოკუპაციის რეალობად ქცევას, თუ ეს მისი პირადი ინიციატივაა?!

რა თქმა უნდა, დროც და სივრცეც ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსასვლელად ძალიან ხელსაყრელია - ხაზარაძის მომავალი ეფუძნება იმ მოცემულობას, რაც დღეს ქვეყანაშია. პირველი ის, რომ ფაქტობრივად, ქვეყანა დღეს რევოლუციური სცენარით ცხოვრობს და თუ ხაზარაძე გახდება პოლიტიკური ცენტრი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რევოლუცია არაფერში სჭირდებათ, ის მიაღწევს წარმატებას. ასეთი კი ამ ქვეყნის ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობაა.

ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას შესთავაზებს ხაზარაძე ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით ქართულ საზოგადოებას. უზარმაზარი არმია საქართველოს მოქალაქეების, რომელთაც მცირე ბიზნესი აქვთ და ასი ათასობით დასაქმებული ყავთ, ვერც ხელისუფლებამ დაიცვა და ვერც ოპოზიციამ თავის ქმედებებით.

ფაქტობრივად, ქვეყანა დღეს რევოლუციური სცენარით ცხოვრობს და თუ ხაზარაძე გახდება პოლიტიკური ცენტრი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რევოლუცია არაფერში სჭირდებათ, ის მიაღწევს წარმატებას

ამ ხალხს სჭირდება პატრონი და სწორი ეკონომიკური ხედვა. ასე რომ, პოზიტიური როლის შესრულების მხრივ, ხაზარაძეს აქვს უზარმაზარი არეალი. მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებისა და მეორე მხრივ “ნაციონალების” მხრიდან, ის დარტყმის მთავარი ობიექტი გახდება.

უპირველეს ყოვლისა, სააკაშვილი არ დაუშვებს მის ალტერნატივად ხაზარაძის ქცევას და ყველანაირად ეცდება მას საკუთარი თამაში მოახვიოს თავს და საკუთარ დანამატად აქციოს.

თუ ამას რეალურად ვერ მოახერხებს, იმას მაინც ეცდება, რომ მისი სატელიტის იარლიყი აჰკიდოს. რა თქმა უნდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა დაკვეთა ექნებათ ან ერთს და ან მეორეს ამერიკელებისგან.

ასე რომ, მიუხედავად რეალური შანსებისა, ხაზარაძეს პოლიტიკურად დანაღმულ ველზე უწევს შემოსვლა და თუ მას პოლიტიკურად გამოცდილი, შიდა თუ საგარეო მრჩევლები გვერდზე არ ეყოლება, გაუჭირდება ამ დანაღმულ ველზე მშვიდობიანად გავლა. არადა, ახალი, საღი პოლიტიკური ძალები ჰაერივით სჭირდება დღეს ქვეყანას.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს