საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 45-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ირაკლი აბუსერიძის ხელმძღვანელობით ქალაქ აბიჯანში, კოტ დიუარის რესპუბლიკაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 45-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც 50-მდე ქვეყნის 300 დეპუტატი ესწრებოდა განხილვის მთავარ თემას - „პარლამენტების როლი დემოკრატიის გაძლიერებაში“ წარმოადგენდა.

მათივე ცნობით, სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც პოლიტიკურ საქმეთა ასევე, განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტების მუშაობაში.

„კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს თემაზე: „შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა“. საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი აბუსერიძემ, კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პროგრამებისა და განხორციელებული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - ფრანსუა პარადისთან, სადაც საქართველოსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

სესიის ბოლოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალი თავმჯდომარე კოტ დიუარის რესპუბლიკიდან, ამადო სუმაორო აირჩიეს. საქართველოს მხრიდან, სესიაში ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კახიანი და რუსლან პოღოსიანი მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა