ირაკლი ჩიქოვანი - დონალდ ტუსკი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, მან ნათლად წარმოაჩინა ის დადებითი განწყობები, რაც ევროკავშირში საქართველოსადმი არსებობს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრა დახურულ ფოტმატში წარიმართა. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, დონალდ ტუსკმა შეხვედრაზე ნათლად წარმოაჩინა ის დადებითი განწყობები, რომელიც ევროკავშირში საქართველოსადმი არსებობს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ტუსკს შორის. ცხადი და ნათელია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისე განვითარებული, როგორც დღეს არის. როგორც პრეზიდენტმა ტუსკმა განაცხადა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციასა და ახალ მექანიზმებზე, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სფეროში მოახერხოს ევროკავშირთან დაახლოება. პრეზიდენტი ტუსკი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და მან ნათლად წარმოაჩინა ის დადებითი განწყობები, რომელიც ევროკავშირში საქართველოსადმი არსებობს. ეს არის ცალსახად დადებითი განწყობები და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველასათვის ნათლად აღქმადი და ყველასათვის შესაქებია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა