პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - საკითხავია, აქამდე რატომ იყო გიორგი მერებაშვილი საპატიმროში მტკიცებულებების გარეშე

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ გიორგი მერებაშვილის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. კახა ხვისტანი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გაატარა მერებაშვილმა 9 თვე საპატიმროში, იმ ფონზე, რომ მისი ბრალეულობა მტკიცებულებებით არ დასტურდება.

„დღეს სასამართლომ მიიღო ერთადერთი კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება გიორგი მერებაშვილის გათავისუფლების თაობაზე. აქ გასაკვირი ის კი არაა, რატომ გათავისუფლდა გიორგი მერებაშვილი დღეს, საკითხავია აქამდე რატომ იჯდა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. რისთვის იყო ადამიანი 9 თვის განმავლობაში თავისუფლებააღკვეთილი, როდესაც ბრალდებამ თავისი მტკიცებულებები მთლიანად ამოწურა და ვერაფრით ვერ დაადასტურა წარდგენილი ბრალდება. აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, ყველა მოწმემ რომელიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე დაცვის სასარგებლო ჩვენება მისცა", - განაცხადა კახა ხვისტანმა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.

მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი გიორგი მერებაშვილის გარდა, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წაყენებული.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?