პროკურორის განცხადებით, სასამართლომ გიორგი მერებაშვილი პატიმრობიდან ვადის დარღვევით გაათავისუფლა

პროკურორი დავით გუმბერიძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილის გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ვადების დარღვევით გადასინჯა და არც ბრალდების მხარის პოზიცია არ მოუსმენია. ამასთან, პროკურორი აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ადვოკატი პროცესებზე არ ცხადდებოდა, რაც სასამართლო განხილვის ვადის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

„ადვოკატი იმალებოდა და დღემდე არ მოუტანია სასამართლოზე დოკუმენტი, რის საფუძველზე არ ცხადდებოდა პროცესზე. დღევანდელ სასამართლო პროცესზეც არ მოსულა, რომ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები დაცვის მხარის მიერ, რომ გაეყვანათ საპატიმრო ვადა. ამ ჟონგლიორობამ საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და დასრულდა ამ საქმეზე 9- თვიანი ვადა. ბრალდების მხარემ სრულად გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ამავე პროცესზე ჩვენ უდაოდ გავხადეთ ის მტკიცებულებები, რაც ჩვენს მიერ იყო მოპოვებული, თუმცა დაცვის მხარეს საკუთარ მტკიცებულებად მიაჩნდა. საპატიმრო ვადა გადიოდა 15 ივლისს, რატომღაც სასამართლომ 11 რიცხვში, ვადის დარღვევით, ისე, რომ დაცვის მხარეს პოზიცია არ დააფიქსირებინა, პატიმრობიდან გაათავისუფლა გიორგი მერებაშვილი. 4 დღიანი ვადა საკმარისი იყო, რათა სასამართლოს განაჩენი გამოეტანა", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ასევე რეაგირების გარეშეა დატოვებული პროცესების გაჭიანურების ფაქტიც.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.

მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი გიორგი მერებაშვილის გარდა, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წაყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა