ანონსი 12 ივლისი

12 ივლისს, 10:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით თბილისში მყოფი საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, 5-ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემის შესახებ მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიბას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრება.

მის.: სასტუმრო „ბილტმორი“ (დარბაზი # 8)

საკონტაქტო: 599 58 88 00; (995 32) 2 43 69 99

12 ივლისს, 10:00 საათზე, პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს.

12 ივლისს, 10:30 საათზე, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ადვოკატების ინიციატივა - საპროცესო შეთანხების გაფორმების უფლება, კანონმდებლობით, პროკურატურის გარდა, მოსამართლებსაც მიენიჭოთ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გიორგი გახარიას ინტერვიუ. ანალიტიკოსების შეხვედრა შს მინისტრთან.

ვლადიმერ პუტინის განცხადება და ისტორიის გადაწერის მცდელობა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ივლისს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის შეფასებას წარადგენს.

მის.: დავით აღმაშენებლის #61

12 ივლისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

12 ივლისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე და ფესტივალის დირექტორი, ფოთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია გაუძღვებიან.

მის: სანაპიროს #4

12 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ადა მარშანია და გიორგი ლომია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი.

12 ივლისს, 17:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ტელ: 599119999 მარინა ასათიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა