გადაცემა „რეაქციის“ პავილიონიდან გამოსული გიორგი გახარია აქციის მონაწილეებმა ხმაურით გააცილეს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციის“ დასრულების შემდეგ გადაცემის პავილიონთან მყოფ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. გადაცემიდან გამოსულ მინისტრი პავილიონთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა შს მინისტრი შეძახილით "გახარია წადი" გააცილეს.

მათი თქმით, გიორგი გახარია უპასუხისმგებლო მინისტრია და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მომავალშიც მივლენ ყველა იმ საჯარო ადგილზე,სადაც მინისტრი აპირებს მისვლას.

აქციის ერთ ერთი მონაწილის გიგა მახარაშვილის თქმით, "რეაქციის" პავილიონიდან ისევ პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას 22-ე დღეა მართავენ.

აქცია გადაცემა "რეაქციის" პავილიონთან დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა