შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე თემურ მღებრიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ქრისტოს სტილიანიდისმა, რომელიც გასულ წელს გამართული ვიზიტისას ესტუმრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, განსაკუთრებით გამოყო სამსახურის მომზადების დონე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ქბრბ ჯგუფის აღჭურვილობა და გამოცდილება ევროპული სტანდარტების შესაბამისია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გახდეს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთოების მექანიზმის სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც უკანასნელ პერიოდში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩატარებული სწავლებების კუთხით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი კონფერენციას „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და ამავე სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროს შალვა კვინიხიძესთან ერთად ესწრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა