შტეფან მაისტერი - გერმანიის გადმოსახედიდან, უკეთესია რუსეთი იყოს ასამბლეაში, იმიტომ, რომ თუ რუსეთი ასამბლეის წევრი იქნება, მასზე ზემოქმედების საშუალებები მაინც რჩება

გერმანიის გადმოსახედიდან, უკეთესია რუსეთი იყოს ასამბლეაში, ვიდრე არ იყოს, იმიტომ, რომ თუ რუსეთი ასამბლეის წევრი იქნება, მასზე ზემოქმედების საშუალებები მაინც რჩება,-ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემაში“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი შტეფან მაისტერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას. მისი თქმით, აღნიშნულის ახსნა შეიძლება აიხსნას გერმანიის, საფრანგეთის გადმოსახედიდან, რომლებიც არიან ორი ძირითადი ქვეყანა, რომელთაც სურდათ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება.

„ადამიანებს რუსეთიდან მაინც შეეძლებათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა. ეს იყო მისი დაბრუნების აზრი გერმანიისა და საფრანგეთის, ასევე სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდან.

ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ გადაწყვეტილებით. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ეხება უკრაინასაც, რომელიც ძალიან მკაცრი იყო ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით და რისი გაგება სავსებით შემიძლია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ზოგადი მიდგომა, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან, რომელიც არის დიდი მეზობელი, რომელთანაც გვაქვს კონფლიქტი და რომელთანაც მრავალმხრივ დონეზე მოლაპარაკებებისთვის სულ მცირე შესაძლებლობა რჩება. პიროვნულად რომც არ ვეთანხმებოდე ამ გადაწყვეტილებას, მე მესმის გერმანიის მთავრობის მიდგომა, რომ ამ დროისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსეთთან კავშირების შენარჩუნება და მისი დაბრუნება ასამბლეაში, ვიდრე უკრაინის, საქართველოს ან ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა“,-განახადა მაისტერმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი