შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიების პროცესში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათთან ორი პირი მივიდა, რომლებიც ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც აპარატურა არის განთავსებული და აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს , მათ შორის არასრუწლოვანს და ჟურნალისტს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა