დავით ზალკალიანი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას

ელჩები ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აკრედიტირებულ ელჩებთან, თუმცა მათ ასევე ჰყავთ თავიანთი ინფორმაციის წყაროები და მათგანაც იღებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას.

„ივნისში სიტუაცია ძალიან მალე იცვლებოდა. სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქ გასაკვირი არაფერია, რომ გვქონდა მათთან მუდმივი კომუნიკაცია, თუმცა მათ აქვთ საკუთარი წყაროები და ინფორმირებული იყვნენ სწორედ მათგან. ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სმინისტროს ფუნქცია არის ელჩებს მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს არ არის ფიზიკური მობილიზაცია, ისინი ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს, იგი მხოლოდ გერმანიის ელჩს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვებს ვერ იხსენებს.

„გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მემგონი, კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა