„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სსე-დან აცნობეს, სტუდენტებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ნავთლუღის ქვესადგური და სასწავლო ცენტრი. ცენტრში მოწყობილ სასწავლო პოლიგონზე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მასში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ დასაქმდნენ კომპანიაში, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი ტიპის შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა