თინა ხიდაშელი - ველოდები, რომ გახარიას დაკითხვაც მოხდება, იქნებ ელჩებიც დაიბარონ გამოკითხვაზე?!

გახარიამ თქვა, რომ პროცესს ელჩებიც ესწრებოდნენ - იქნებ ელჩებიც დაიბარონ გამოკითხვაზე?! - ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი, - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კიდევ ოთხი პოლიტიკური ფიგურის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამაზე კომენტარის გაკეთება ცოტათი რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მტკიცებულებებს ეფუძნება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება. არც დაბარებაა არავის პრობლემა, არც შეკითხვების დასმა. გამოძიების პროცესში შესაძლებელია ასეულობით მოწმე დაიკითხოს და აღმოჩნდეს, რომ ნაწილს არ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოძიებისთვის, ნაწილს კი აღმოაჩნდეს. უბრალოდ, ახლა ჩვენ ყველანი ველოდებით, რომ გახარიას დაკითხვაც მოხდება, რადგან ის მნიშვნელოვანი მონაწილეა პროცესის. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გვითხრა, შეხვედრას ელჩებიც ესწრებოდნენ და იქნებ ელჩებიც დაიბარონ გამოკითხვაზე?! - ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი. მე არ მაქვს არავითარი პრობლემა, რომ გამოძიება ვინმეს კითხვებს უსვამს. ეს არის ნორმალური, ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებები,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკაშირებით გამოკითხვაზე ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა დაიბარეს. უკვე გამოიკითხნენ ნიკა მელია, გიგი უგულავა და გია ბარამიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა