გოკა გაბაშვილი - გიორგი გახარიამ მოიტყუა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გოკა გაბაშვილი რვა პუნქტს ასახელებს და წერს, რომ გიორგი გახარიამ მოიტყუა.

„1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია - ტყუილია. გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს, რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღე. 2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა - ტყუილია! - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე. 3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა - ტყუილია! - პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება. 4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა!- ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში "გაფლაშული" ოკუპანტის სახით. 5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის - ტყუილია! იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით. 6.დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ - ტყუილია! - პირიქით, პრემიერ- მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პირობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება.7. ყველაფერი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში - ტყუილია! და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით. 8. გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს - ტყუილია! ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების. სამართლებრივის დროც დადგება“,-წერს გოკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა