არჩილ თალაკვაძე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობისა და იმ სერვისების შესახებ იმსჯელეს, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

მათივე ინფორმაციით, ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

პარლამენტის ცნობით, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ფორმატის სამომავლო გეგმებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკასა და სტაბილურ განვითარებას, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოებისთვის. არჩილ თალაკვაძემ ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მოგვარებისა და საერთაშორისო მედიაციის პროცესში გაეროს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა