არჩილ თალაკვაძე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს, კაი საუერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მდივანს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.

არჩილ თალაკვაძემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კავშირების გააქტიურებას ხელს შეუწყობს რვიანის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტიც, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება.

საუბარი შეეხო საპარლამენტო სისტემის მმართველობის სისტემასა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კაი საუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მისივე თქმით, ფინეთი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მხარდაჭერას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა