ხელვაჩაურში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხელვაჩაურში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ინცინდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება კოლეგა მამაკაცმა ქალბატონს მიაყენა. ინცინდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მხარეები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

უწყებაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშიდებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება ხელვაჩაურში სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების გამო კომენტარს არ აკეთებენ.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა