„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

16 ივლისს, 14:00 საათზე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა პატრიოტები“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ბეჟან გუნავა და ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ აცნობეს.

„საპროტესტო აქციის მოთხოვნებია: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს აღუდგეს სააკაშვილის მიერ წართმეული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი; აიკრძალოს ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რემონტის საბაბით იქ დაცული კოლექციების და განსაკუთრებით ოქროს ფონდის სხვა სივრცეებში გადატანა; მოწესრიგდეს ხელოვნების მუზეუმის XX საუკუნის ოთხმოციან წლებში ფონდსაცავებისთვის აგებული კორპუსი; ამ სივრცეში განთავსდეს ხელოვნების მუზეუმის კოლექციები და ამის შემდეგ, საერთაშორისო სამუზეუმო წესების დაცვით დაიწყოს ისტორიული ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები; ოქროს ფონდის საექსპოზიციო სივრცესა და საცავში, ნაგებობისათვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს კარგად აპრობირებული მეთოდით – საგანძურის ადგილმონაცვლეობით“, - აცხადებენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი